თბილისი მოლის ტაქსი

თბილისი მოლი მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ სერვისს - თბილისი მოლის ტაქსს.  მგზავრები ქალაქის ნებისმიერი უბნიდან თბილისი მოლამდე იმგზავრებენ 5 ლარად, ხოლო ქალაქის მიმართულებით - განსაზღვრული ტარიფით, რომელიც უბნების მიხედვით არის წინასწარ დადგენილი. ვიდეო მეთვალყურეობით აღჭურვილი, ახალი, კომფორტული მანქანებით მომხმარებლებს უნიფორმებში გამოწყობილი პროფესიონალი მძღოლები მოემსახურებიან.  ახალი სერვისი საშუალებას მისცემს თბილისი მოლის მომხმარებლებს, რომ თბილისის ყველაზე შორეული უბნებიდანაც კი კომფორტულად, უსაფრთხოდ და იაფად იმგზავრონ.