მომსახურება | Tbilisimall.com

მომსახურება

მომსახურება

„თბილისი მოლში“ მუდმივად ვცდილობთ შევქმნათ კომფორტული და სასიამოვნო გარემო, რათა ჩვენთან ვიზიტი დაუვიწყარი გახდეს თითოეული მომხმარებლისთვის.


„თბილისი მოლი“ გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

ფეხსაცმლის წმენდა

„შუზ ქეარი“ ინოვაციური მეთოდით, კერძოდ ორთქლით ყველა ფაქტურის ფეხსაცმლისა და აქსესუარის წმენდა-განახლება-ოზონიზაცია, რაც ნიშნავს ორთქლითა და ეკოლოგიურად სუფთა ხსნარის საშუალებით ფეხსაცმლიდან ძნელად მოსაშორებელი ლაქებისგან, ჩამჯდარი ჭუჭყისაგან გათავისუფლებას, განახლებასა და დეზინფექციას 15-20 წუთში. გთავაზობთ სავაჭრო ცენტრში შესვლამდე დაგვიტოვოთ ნივთები, მშვიდად ივაჭროთ და წასვლისას ჩაიბაროთ სუფთა მდგომარეობაში! 

საჩუქრების შეფუთვა

თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ „აჩუქე“-ს სტენდს და თქვენი საჩუქარი კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადოთ.

კლიენტთა მომსახურება

კლიენტთა მომსახურების განყოფილება, თავაზიანი, მეგობრული პერსონალით დაგეხმარებათ  დაკარგული ნივთების დაბრუნებაში, გაგიწევთ სამედიცინო მომსახურებას,  უზრუნველგყოფთ  ბავშვის სამაჯურებით. ისინი ასევე მოგაწვდიან თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას მაღაზიების შესახებ. კლიენტთა მომსახურების მაგიდა მდებარეობს ცენტრალურ ატრიუმში, მთავარ სართულზე, და თქვენს განკარგულებაშია ყოველდღე, 10:00-- 22:00 საათამდე. მათთან დაკავშირება შეგიძლიათ ტელეფონით და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.  ასევე შესაძლებელია დაგვიტოვოთ  შეტყობინება  ჩვენს საიტზე.

თბილისი მოლის ტაქსი

თბილისი მოლი მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ სერვისს - თბილისი მოლის ტაქსს.  მგზავრები ქალაქის ნებისმიერი უბნიდან თბილისი მოლამდე იმგზავრებენ 5 ლარად, ხოლო ქალაქის მიმართულებით - განსაზღვრული ტარიფით, რომელიც უბნების მიხედვით არის წინასწარ დადგენილი. ვიდეო მეთვალყურეობით აღჭურვილი, ახალი, კომფორტული მანქანებით მომხმარებლებს უნიფორმებში გამოწყობილი პროფესიონალი მძღოლები მოემსახურებიან.  ახალი სერვისი საშუალებას მისცემს თბილისი მოლის მომხმარებლებს, რომ თბილისის ყველაზე შორეული უბნებიდანაც კი კომფორტულად, უსაფრთხოდ და იაფად იმგზავრონ, დაგვიკავშირდით  +995 790 907 070

სასაჩუქრე ბარათი

თბილისი მოლის უნიკალური შემოთავაზება!
შეიძინეთ 50-დან 1000-ლარამდე ღირებულების სასაჩუქრე ბარათები თბილისი მოლში და გაუკეთეთ განსაკუთრებული საჩუქარი თქვენთვის ძვირფას ადამიანებს!
ბარათის მოქმედების ვადა ერთი წელია და  მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თბილისი მოლში არსებულ მაღაზიებში.    იხილეთ მაღაზიების ჩამონათვალი:
Aldo, Arttime, Case It, Time, Zarapxana, Biblus, Banana Republic, Bershka, Charles & Keith, Cortefiel, Lipsy, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, New Look, Perspective, Promod, Pull & Bear, Stradivarius, SuiteBlanco, TopShop, US Polo, Wallis, Zara, Cortefiel, Da Vinci, GAP, TopMan, La Senza, La Vie en Rose, Oysho, Call it Spring, Masks & Spencer, Steve Madden, Flormar, GPC, World of Lighters, Coffee Bean & Tea Leaf, Gruetzi, Moka&More, Baccarat, Carpisa, Ferro, Schon, Amfora, Nefertiti, Seacret, Kenari, Roniko, XS Toys, Khachapuri Hut, Avtandil, Bessini, Colins, Converse & Columbia, Defacto, F&F, Giordano, Jennyfer, Koton, LC Waikiki, Lee & Wrangler, Levi's, Mavi Jeans, Miss Selfridge, New Yorker, Nike, Puma, Quiz, Bisse, Sarar, Basic Shoes, Clarks, KIP, Factory, Polaris, Zapatero Espanol, Angel's Face, Cool Club, FG4, Tape a l'oeil, Lapin House, Prenatal, Sergant Major, Zippy, Alta, Zoommer, Boom Boom, Intex, Tea Mania,
ავტო სამრეცხაო: Wash n Shop

სამედიცინო მომსახურება

„თბილისი მოლი“ გთავაზობთ უფასო სამედიცინო მომსახურებას. კვალიფიციური ექიმები იზრუნებენ თქვენს ჯანმრთელობაზე.

ავტო სამრეცხაო

თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ავტომობილი „Car Wash"-ში გასარეცხად და ისიამოვნოთ შოპინგით თბილისი მოლში.

უფასო ინტერნეტი

„თბილისი მოლში“  შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ინტერნეტით. ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად, შეგიძლიათ მიმართოთ კლიენტთა მომსახურების განყოფილებას.

ქიმწმენდა

ქიმწმენდის თანამედროვე იტალიური დანადგარი.

უფასო ავტოსადგომი

ჩვენთან  მანქანით მოსვლა მარტივია. აქ  თქვენს განკარგულებაშია უფასო ავტოსადგომი 2 700-ზე მეტი მანქანისთვის.

საბავშვო სამაჯურები

ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „თბილისი მოლის“ კლიენტთა მომსახურების მაგიდასთან ან დაცვის ნებისმიერ თანამშრომელთან მოითხოვეთ სპეციალური სამაჯური.
ბავშვის დაკარგვის შემთხვევაში თქვენ დაუყოვნებლივ დაგიკავშირდებიან.

დაკარგული ნივთები

ნივთის დაკარგვის  შემთხვევაში  გთხოვთ მიმართოთ კლიენტთა მომსახურების განყოფილებას. ჩვენ ყველა სტუმრის ნივთს უსაფრთხოდ შევინახავთ. ჩვენთან სტუმრობისას დაკარგული ნივთის პოვნის შემთხვევაში დაუკავშირდით კლიენტთა მომსახურების განყოფილებას.

საბანკო მომსახურება და ბანკომატები

„თბილისი მოლში“ განთავსებულია 2 სრული სერვისის საბანკო ფილიალი: საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი, ასევე 4 ბანკომატი: საქართველოს ბანკი (2), თიბისი ბანკი (2), ტაოპრივატ ბანკი და ბანკი რესპუბლიკა.

მოლის ჟურნალი