მარკეტინგი | Tbilisimall.com

მარკეტინგი

მარკეტინგი

ბიზნესის რეკლამირების შესაძლებლობები

„თბილისი მოლი“ გთავაზობთ ხელმისაწვდომ ფასად მოახდინოთ ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაცია და თქვენი ბისნესის რეკლამირება. მომხმარებლის ყურადღების მოპოვება დღეს გაცილებით რთულია ვიდრე ოდესმე. „თბილისი მოლი“ პარტნიორებს სთავაზობს საშუალებას, მოახდინონ ათასობით მომხმარებელთან კომუნიკაცია. ჩვენ თქვენი რეკლამის განსათავსებლად გთავაზობთ რამდენიმე შესაძლებლობას:

მაღაზიების რუკა

„თბილისი მოლი“ რეგულარულად ბეჭდავს სავაჭრო ცენტრის რუკას და ანახლებს მას (ტირაჟი: 1 500-2 000 ეგზემპლიარი). ფლაერებზე მუდმივად გვაქვს თქვენი ბიზნესისთვის სარეკლამო ადგილები.

თბილისი მოლის ჟურნალი

გვაქვს კორპორატიული  ჟურნალი „თბილისი მოლი“ (ტირაჟი - 20 000 ეგზემპლიარი) ამ ჟურნალში რეკლამის განთავსებით დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.      

ბანერები და ლაით ბოქსები

სავაჭრო ცენტრი, რომლის ვიზიტორების საშუალო რაოდენობა დღეში 20 000 ადამიანია, გთავაზობთ ბანერების, ლაითბოქსების და სტიკერების განთავსების ფართო არჩევანს. (ბმულზე იხილეთ სარეკლამო ადგილების დეტალური აღწერა)

ღონისძიებები და აქციები

„თბილისი მოლის“ მარკეტინგის განყოფილება ყოველთვის მიესალმება ღონისძიებებთან დაკავშირებულ ახალ შემოთავაზებებს. კომუნიკაცია შესაძლებელია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან.

პროდუქტის/მომსახურების ლონჩი

„თბილისი მოლის“ მარკეტინგი მუდმივად ეძებს ახალ პარტნიორებს „თბილისი მოლში“ საინტერესო ღონისძიებების განსახორციელებლად.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და ჩვენ შეგირჩევთ თქვენს მარკეტინგულ ამოცანებზე ზუსტად მორგებულ შეთავაზებას.

  • დ.აღმაშენებელის ხეივანი მე-16კმ., 0131 თბილისი, საქართველო.
  • +995 322 505 556