დასაქმება

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ „თბილისი მოლში“ დასაქმებით, შესაძლებლობა გეძლევათ, აქ, ჩვენთან გაეცნოთ (შ.პ.ს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტში“) არსებულ ვაკანსიებს. „მოლში“ მოქმედ მაღაზიებში არსებული პოზიციების შესახებ, გთხოვთ უშუალოდ მათ მიმართოთ.

რატომ უნდა იმუშაოთ ჩვენთან?

წამყვანი კომპანია საქართველოში

ვმოღვაწეობთ წარმატებით, ვფლობთ სერიოზულ აქტივებს,  მოპოვებული გვაქვს ადგილობრივი და საერთაშორისო აღიარება.

კორპორატიული კულტურა და სასიამოვნო გარემო

ჩვენთან მეგობრული, მშვიდი და სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროა. ძლიერი კორპორაციული კულტურა საშუალებას გვაძლევს, მიუხედავად რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, ერთი, დიდი ოჯახის წევრებად ვიგრძნოთ თავი.

პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

ჩვენს თანამშრომლებს ხელს ვუწყობთ პროფესიულ განვითარებაში. შესაძლებლობას ვაძლევთ აითვისონ ახალი უნარები, გაიღრმავონ ცოდნა, რაც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ წინსვლას.

კონკურენტული ანაზღაურება და სარგებლის პაკეტი

ჩვენი თანამშრომლები განებივრებული არიან კონკურენტული ანაზღაურებით და კარგი სარგებლის პაკეტით (ჯანმრთელობის სრული დაზღვევა, ანაზღაურებადი შვებულება, დამატებითი გამოსასვლელი დღეები, და ა.შ.). მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე.

ხელსაყრელი პირობები

ჩვენთან მოსვლა ადვილია ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ გვაწუხებს ქალაქის ხმაური და  გამონაბოლქვი. შენობაში განლაგებულია ჰიპერმარკეტი, მაღაზიები, კაფეები და ა.შ.

ქვემოთ იხილეთ მიმდინარე დასაქმების შესაძლებლობები „თბილისი მოლში“. გთხოვთ კვლავ დაბრუნდეთ სიახლეებისა და შემდგომი შესაძლებლობების სანახავად.