კომპანიის შესახებ

რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი | თბილისი მოლი

 

 

„თბილისი მოლი“ 2012 წელს გაიხსნა. იგი პირველი გამორჩეული სავაჭრო და გასართობი ცენტრია მთელ კავკასიის რეგიონში. „თბილისი მოლმა“ საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული ბრენდების მნიშვნელოვან რაოდენობას მოუყარა თავი, რამაც წელიწადში 8 მილიონზე მეტი სტუმარი მოიზიდა. დღესდღეობით „თბილისი მოლი“ უკონკურენტოა და ყველაზე წარმატებულ საოჯახო, გასართობ და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს. მისი შემდგომი განვითარება კი „თბილისი მოლის“ ყველაზე მიმზიდველ, მრავალფუნქციური დანიშნულების ადგილად გარდაქმნის გარანტია.

 

„თბილისი მოლს“ შ.პ.ს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი“ მართავს, რომელიც, თავის მხრივ, შ.პ.ს „რაკინ დეველოპმენტს“ და IFC-ს (საერთაშორისო საფინანსო კომპანიას) ეკუთვნის.


შ.პ.ს „რაკიინ დეველოპმენტი“ რას ელ-ხაიმის ემირატის (აგს - არაბეთის გაერთიანებული საემიროები) ყველაზე მსხვილი დეველოპერული კომპანიის „რაკიინ დეველოპმენტის“ დაფუძნებულია. „რაკიინის“ ბიზნესპორტფოლიო დივერსიფიცირებულია და მთელ მსოფლიოს მოიცავს. 2006 წელს, რას ელ-ხაიმის მმართველმა, ჰჰ საუდ ბინ ალ ქასიმიმ საქართველოში ინვესტირება ყველაზე მომხიბვლელ მიმართულებად მიიჩნია. მან შეიმუშავა პროექტების განხორციელების გეგმა, რომელთა საშუალებითაც ქვეყანაში სამშენებლო და კონცეპტუალური დეველოპმენტის ახალ, საერთაშორისო  სტანდარტებს დანერგავდა. შედეგად, „თბილისი მოლის“ პროექტში 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რამაც „რაკიინ დეველოპმენტ აგს“ საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად აქცია.

შ.პ.ს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დინამიკის მქონე კომპანიაა, რაც მის ფინანსურ მონაცემებში კარგად არის ასახული. 2012-2013 წლებში, 2012 წელთან შედარებით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი 110%-ით, მთლიანი მოგება 59%-ით, ხოლო EBIDTA – 1000%-ზე მეტით გაიზარდა. ამ შთამბეჭდავი ფინანსური მაჩვენებლების მიღწევა მაღალკვალიფიციური, თანამედროვე და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მენეჯმენტის გუნდის დამსახურებაა.