მოლის შესახებ

„თბილისი მოლი“ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, პირველი  უმსხვილესი საერთაშორისო  სტნდარტების   კომპლექსია,  რომელიც  დასვენების, ვაჭრობისა და გართობისთვის აუცილებელ  ყველა ელემენტს აერთიანებს.

„თბილისი მოლის“, როგორც რაკიინის ყველა პროექტის,  კონცეფცია ინოვაციური და ეკოლოგიური სტანდარტების  ჰარმონიული შერწყმაა ადგილობრივ ტენდენციებთან.   ამ  გზით იგი ეხმიანება  ქვეყნის კულტურას და ამავდროულად თანამედროვე გამოწვევების ადექვატურია.

„თბილისი მოლში“ მოხვედრა მარტივია დედაქალაქის ნებისმიერი წერტილიდან.  (როგორ მივიდეთ).
„თბილისი მოლი“ ოთხ სართულზეა განლაგებული, საიდანაც კომერციული ფართი დაახლოებით 74 000 კვ.მ.-ია. 15 000 კვ.მ.-ზე განთავსებულია ჰიპერმარკეტი, ხოლო 1 000 კვ.მ.-ს გასართობი ცენტრი იკავებს.  „თბილისი მოლში“ ფუნქციონირებს 150-მდე ობიექტი.  აქ  წარმოდგენილია ცნობილი, საერთაშორისო ბრენდებისა და ქსელების ფართო არჩევანი (მაღაზიები).   ზედა სართულებზე განთავსებულია მრავალდარბაზიანი კინოთეატრი  და საოჯახო გასართობი ცენტრი.  „თბილისი  მოლი“ გთავაზობთ პოპულარული  ბრენდ-კაფეების  ფართო არჩევანს (კვება და გართობა), ხოლო მიწისქვეშ, ოთხ სართულზე განლაგებულია   2700 ადგილიანი უფასო ავტოსადგომი.

„თბილისი მოლში“  ყველა ასაკისა და ინტერესის  ადამიანს ეძლევა საშუალება „აღმოაჩინოს  ცხოვრების ახალი სტილი“.  ჩვენთან შეგიძლიათ საინტერესო და  დაუვიწყარი დღეები გაატაროთ  მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად.
„თბილისი მოლში“  თავმოყრილია  ყველაფერი,  რასაც „ახალი თბილისის სტილი“ გთავაზობთ.  ჩვენი კრეატიული  გუნდი მუდმივად  ზრუნავს  ატრიუმების  სრულ ვიზუალურ და შინაარსობრივ  ტრასფორმაციაზე.  აქ უმარტივესად შეიძლება  სამოდელო ჩვენების პოდიუმი სპორტულ დარბაზად  გადაიქცეს. ამ მრავალფეროვნებამ  „თბილისი მოლი“ ქალაქის ყველაზე მიმზიდველ დანიშნულების ადგილად აქცია.

„თბილისი მოლის“  ინტერიერი  სეზონურ ცვალებადობას სრულად ასახავს.  ფერების  ფართო პალიტრით შექმნილი გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის  კომპოზიციები მომხმარებელზე ყოველთვის წარუშლელ  შთაბეჭდილებას    ახდენს და  პოზოტიური  ემოციებით ავსებს მათ.

 

სამუშაო საათები:

თბილისი მოლი მუშაობს ყოველ დღე 10:00-დან - 22:00 საათამდე.

კარფური:

მუშაობს   ყოველ დღე, 09:30-დან 22:00 საათამდე.

 

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დღესასწაულებზე, მფლობელის სურვილით, ზოგიერთი მაღაზია შესაძლოა, დაიკეტოს ან იმუშავოს განსხვავებული გრაფიკით

 

12 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით თბილისი მოლი იმუშავებს 23:00 საათამდე.
 

მოლის ჟურნალი